საძიებო სისტემა
საძიებო სისტემა (ინგლ. Search engine) არის ვებ საიტი, რომლის დანიშნულებაცაა ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება. ძიება უმეტეს შემთხვევაში ხორციელდება მსოფლიოს ფართო ქსელში. მოძიებული ინფორმაცია ტიპების მიხედვით შეიძლება დაიყოს ვებ გვერდებად, სურათებად, ვიდეოებად და ა.შ. ასევე არსებობს ისეთი საძიებო სისტემები, რომლებიც FTP სერვერზე-ზე ეძებენ ფაილებს. ვებ საიტების კატელოგებისგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ადამიანის მიერ იმართება, საძიებო სისტემა მუშაობს ადამიანის მიერ სპეციალურად შექმნილი ალგორითმებით.
2008 წელს, კომპანია Net Applications-ის მონაცემებით Google ფლობდა მთელი ბაზრის 79.90 %-ს, Yahoo — 11.01 %, MSN — 3.23 %, AOL — 2.17 %, Microsoft Live Search — 1.57 %, Ask — 1.10 %, AltaVista — 0.09 %, Excite — 0.04 %, Lycos — 0.01 %, All the Web — 0.01 % [1].
ისტორია
რედაქტირებაქრონოლოგია | ||
---|---|---|
სრული სიისთვის იხილეთ საძიებო სისტემების სია | ||
წელი | საძ. სისტ. | მოვლენა |
1993 | Aliweb | გაეშვა |
1994 | WebCrawler | გაეშვა |
Infoseek | გაეშვა | |
Lycos | გაეშვა | |
1995 | AltaVista | გაეშვა (DEC-ის ნაწილი) |
Magellan | გაეშვა (The McKinley ჯგუფი) | |
Excite | გაეშვა | |
SAPO | გაეშვა | |
1996 | Dogpile | გაეშვა |
Inktomi | დაარსდა | |
HotBot | დაარსდა | |
Ask Jeeves | დაარსდა | |
1997 | Northern Light | გაეშვა |
Yandex | გაეშვა | |
1998 | გაეშვა | |
1999 | AlltheWeb | გაეშვა |
GenieKnows | დაარსდა | |
Naver | გაეშვა | |
Teoma | დაარსდა | |
Vivisimo | დაარსდა | |
2000 | Baidu | დაარსდა |
2003 | Info.com | გაეშვა |
2004 | Yahoo! Search | საბოლოოდ გაეშვა |
A9.com | გაეშვა | |
2005 | MSN Search | საბოლოოდ გაეშვა |
Ask.com | გაეშვა | |
GoodSearch | გაეშვა | |
2006 | wikiseek | დაარსდა |
Quaero | დაარსდა | |
Ask.com | გაეშვა | |
Live Search | გაეშვა | |
ChaCha | გაეშვა ბეტა ვერსია | |
Guruji.com | გაეშვა ბეტა ვერსია | |
2007 | wikiseek | გაეშვა |
Wikia Search | გაეშვა | |
2008 | SearchMe | გაეშვა |
Powerset | გაეშვა | |
Viewzi | გაეშვა | |
Cuil | გაეშვა | |
Boogami | გაეშვა | |
2013 | iStella | გაეშვა |
Aoohe | გაეშვა |
პირველი საძიებო სისტემა იყო «Wandex». დღეისათვის იგი აღარ არსებობს. იგი შექმნა მეთიუ გრეიმ (ინგლ. Matthew Gray), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, 1993 წელს. ამ წელსვე შეიქმნა საძიებო სისტემა «Aliweb», რომელიც დღემდე მუშაობს. თუმცა პირველი საძიებო სისტემა, რომელიც მთლიანად "კითხულობდა" საიტზე განთავსებულ ტექსტს, იყო «WebCrawler», რომელიც 1994 წელს გაეშვა. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, იგი საშუალებას იძლეოდა ნებისმიერი საკვანძო სიტყვებით ძებნისა, ნებისმიერ საიტზე. რაც დღეისათვის ერთგვარ სტანდარტადაა ქცეული თითქმის ყველა საძიებო სისტემისთვის. 1994 წელს გაეშვა საძიებო სისტემა Lycos-იც, რომელიც კარნეგი მელონის უნივერსიტეტში შეიქმნა.
მალე სხვა საძიებო სისტემებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს პოპულარობისთვის ბრძოლა. ესენი იყვნენ Magellan, Excite, Infoseek, Inktomi, Northern Light, და AltaVista. ასევე საკმაოდ პოპულარული იყო Yahoo!-ც, თუმცა იმ დროისთვს მისი საძიებო ფუნქცია მხოლოდ ვებ დირექტორიით შემოიფარგლებოდა, მას არ შეეძლო სხვა საიტების ინდექსირება.
1998 წელს შეიქმნა გუგლი, რომელიც დღეისათვის ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იგი იყენებდა და იყენებს საიტების შეფასების ინოვატორულ ფუნქცია, რომელსაც PageRank ეწოდება. გუგლი იღებს ინფორმაციას თუ რამდენ სხვა საიტზეა განთავსებული მოცემული საიტის ბმული და ამას ითვალისწინებს საიტების შეფასებისას. გუგლი ასევე გამოირჩევა თავისი სადა და მარტივი დიზაინით, განსხვავებით მრავალი მისი კონკურენტისგან, რომელთა დიზაინიც პორტალის სტილშია გადაწყვეტილი.
2000 წელს Yahoo!-მ წარმოადგინა ძიების სერვისი, რომელიც Inktomi საძიებო სისტემის ბაზას იყენებდა. Yahoo!-მ შეიძინა Inktomi და Overture (რომელიც ფლობდა AlltheWeb-ს და AltaVista-ს) 2003 წელს. 2004 წლამდე Yahoo! Google-ის ბაზას იყენებდა, 2004 წელს კი მან თავისი საძიებო სისტემა შექმნა.