ვა-ბანკი (გადაცემა)
(გადამისამართდა გვერდიდან ვა-ბანკი (ტელეგადაცემა, 2008))
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ვა-ბანკი — ქართული აზარტული ტელეგადაცემა, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა 2008 წლის 11 ნოემბრიდან 2009 წლის 23 ივნისამდე და წარმოადგენდა ამერიკული გადაცემა Deal or No Deal-ის ქართულ ვერსიას. გადაცემას მიშა მშვილდაძე უძღვებოდა.
ვა-ბანკი | |
---|---|
„ვა-ბანკის“ ლოგო | |
ავტორი | მიშა მშვილდაძე |
რეჟისორი | პაპუნა ჩადუნელი |
წამყვანი |
მიშა მშვილდაძე დუტა სხირტლაძე |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
სეზონი | 1 |
წარმოება | |
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი | დემნა ჯაფარიძე, გიორგი ხაბურძანია |
პროდიუსერ(ებ)ი | თეა ყიფშიძე |
მონტაჟი | თემურ ჭარელაშვილი, ვასილ მაღრაძე |
ოპერატორი | პაატა ჟღენტი, პაატა ფირანიშვილი, სოსო ყიფიანი, კახაბერ შენგელია, ამირან ყანჩაველი, აჩიკო ოქრომჭედლიშვილი |
რედაქტორ(ებ)ი | რუსუდან გამყრელიძე |
ხანგრძლივობა | 50 წუთი (რეკლამებით) |
ეთერი | |
ორიგინალური არხი | რუსთავი 2 |
ეთერში | 11 ნოემბერი, 2008 — 23 ივნისი, 2009 |
„ვა-ბანკში“ გამოყენებული მუსიკა, ისევე როგორც სხვა ატრიბუტები, ამერიკული ანალოგის მსგავსია. გადაცემაში წარმოდგენილია 26 მოდელი; თითოეულ მათგანს უჭირავს პორტფელი, რომელშიც დევს პრიზები 0.01 ლარიდან – 50 000 ლარამდე.
2009 წლის 3 თებერვალს ფეხბურთელებმა, რეზო და არჩილ არველაძეებმა მოიგეს პორტფელში არსებული უმაღლესი პრიზი.
პორტფელების ღირებულება
რედაქტირება0.01 ლარი | 1,000 ლარი |
1 ლარი | 1,500 ლარი |
5 ლარი | 2,500 ლარი |
10 ლარი | 3,000 ლარი |
25 ლარი | 4,000 ლარი |
50 ლარი | 5,000 ლარი |
100 ლარი | 6,000 ლარი |
150 ლარი | 7,500 ლარი |
200 ლარი | 10,000 ლარი |
300 ლარი | 15,000 ლარი |
400 ლარი | 20,000 ლარი |
500 ლარი | 30,000 ლარი |
750 ლარი | 50,000 ლარი |