ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა — ქუჩა თბილისში, დიდუბის რაიონში (დიდუბე); ვახუშტი ბაგრატიონის ხიდიდან რკინიგზამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 80-იან წლებში. 1898 დაერქვა სერგეი შერემეტევის სახელი, 1923 წელს — ვახუშტის, 1973 წელს — ვახუშტი ბაგრატიონის. ქუჩის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის აშენების შემდეგ.
ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | დიდუბის რაიონი |
უბანი | დიდუბე |
წინა სახელები | სერგეი შერემეტევის ქუჩა, ვახუშტის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 27, ISBN 978-99928-20-35-3.