ვახტანგ პაატაშვილი

1910-1996 Engineer.; born 25 December, 1910

ვახტანგ პაატაშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1910, თელავი — გ. 1996) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს II–V და VII მოწვევების დეპუტატი.

1931 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1931–1932 წლებში მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ „საქსახპროექტში“ ინჟინერ-კონსტრუქტორად. 1932–1933 წლებში — სამშენებლო ტრესტ „საქმრეწვმშენში“ ინჟინრად. 1933–1942 წლებში — საპროექტო ინსტიტუტ „საქსახპროექტში“ მუშაობს ინჟინერ კონსტრუქტორად, უფროს ინჟინერ კონსტრუქტორად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ, პროექტის მთავარ ინჟინრად, ინსტიტუტის მთავარ ინჟინრად, დირექტორის მოადგილედ. 1942–1946 წლებში — საქართველოს კპ ცკ სამრეწველო განყოფილების ინსტრუქტორი, სამრეწველო განყოფილების გამგის მოადგილე; 1946–1952 წლებში იყო საქართველოს სსრ საშენ მასალათა მრეწველობის მინისტრი, ხოლო 1952–1953 წლებში საქართველოს სსრ საბინაო-სამოქალაქო მშენებლობის მინისტრი. 1953–1959 წლებში მუშაობს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს აპარატში. 1959–1962 წლებში მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გაზიფიკაციის მთავარი სამმართველოს უფროსად. 1962–1977 წლებში იყო საქართველოს საბინაო-კომუნალური მეურნეობის მინისტრი. წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მთავარ სპეციალისტად, მრჩევლად. არაერთგზის იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და სარევიზიო კომისიის წევრი.

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება