ვახტანგ კალანდარიშვილი
ვახტანგ კალანდარიშვილი (დ. 1 თებერვალი, 1924, სენაკი — 18 ოქტომბერი, 1997) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.
1974-1979 წლებში მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე. 1979-1993 წლებში იყო საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრის გამგე. 1993 წლიდან იყო საქართველოს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ფილოსოფიისა და ეკონომიკური თეორიის საფუძვლების კათედრის გამგე. მისი შრომები ეხება ფილოსოფიისა და სოციოლოგიის პრობლემებს, საზოგადოებრივი პროგრესის სოციალურ-ფილოსოფიურ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია. იყო სახელმძღვანელოების, სამეცნიერო კრებულებისა და მონოგრაფიების რედაქტორი და თანაავტორი. მონაწილეობდა საქართველოს ფილოსოფიის საზოგადოების, სოციოლოგიური ასოციაციისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო საზოგადოება „ცოდნის“ ღონისძიებათა მომზადებასა და ჩატარებაში. 1986 წლიდან იყო სენაკის აკადემიის პრეზიდენტი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1971).
ჯილდოები
რედაქტირება- 1994 — საქართველოს მეცნიერებიათა დამსახურებული მოღვაწე
- სენაკის საპატიო მოქალაქე
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
ლიტერატურა
რედაქტირება- საზოგადოებრივი პროგრესი: ლექცია კურსიდან „ფილოსოფია“ (ავტორი), თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1991, გვ. 32
- საზოგადოებრივი პროგრესის მარქსისტულ-ლენინური თეორიის ზოგიერთი საკითხი (ავტორი), თბილისი, საბჭ. საქართველო, 1969, გვ. 166
- ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიურ შეხედულებათა ჩამოყალიბების საკითხისათვის: ფრიდრიხ ენგელსის ფილოსოფიურ შეხედულებათა განვითარება, 1838-1845წწ. (ავტორი), თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1961, გვ. 133
- ფილოსოფიის საფუძვლები : ლექციების კურსი (თანაავტორი), თბილისი, გვ. 338
- საზოგადოებრივი პროგრესის მეცნიერული თეორიის შემუშავება (ავტორი), თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა. გვ. 391