ვახტანგ ვახვახიშვილი
ვახტანგ ვახვახიშვილი (დ. 10 მაისი, 1937, ბათუმი) — ქართველი ინჯინერი.
ვახტანგ ვახვახიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
10 მაისი, 1937 ბათუმი |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
საქმიანობა | ინჟინერი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო ფაკულტეტი 1961 წელს.
1961-1967 წლებში. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება "თბილქალაქმშენის" ხე-ტყის დამამუშავებელ კომბინატში 1967-1969 წლებში. საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს სამეურნეო ინვენტარის ფაბრიკის საამქროში ოსტატად 1969-1975 წლებში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოებისა და მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად 1975-1995 წლებში. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს საწარმოო გაერთიანება "მშენდეტალის" მთავარ ინჟინრად, მმართველად 1995 წლიდან სს "საქსოფმშენდეტალის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ; დიდი წვლილი აქვს შეტანილი სასოფლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, ხე-ტყის დამამუშავებელ საწარმოებში უახლესი და პროგრესული ტექნოლოგიური მეთოდების ათვისებისა და დანერგვის საქმეში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბილისი, 2017, გვ.225