ვახტანგ ერქომაიშვილი

ვახტანგ ივტიხის ძე ერქომაიშვილი (დ. 18 ოქტომბერი, 1932, ქობულეთი, — გ. 18 მაისი, 2001, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1978).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოსოფიის ფაკულტეტი (1956). 1956–1958 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქობულეთის საშუალო სკოლაში. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში (1966 წლიდან — უფროსი მეცნიერი თანამშრომელი). 1968 წლიდან იყო თსუ-ის ფილოსოფიის ფაკულტეტის დიალექტიკური მატერიალიზმის კათედრის უფროსი მასწავლებელი, კათედრის გამგე. აქტიურად მონაწილეობდა ქართული ენციკლოპედიისათვის ფილოსოფიური მასალების მომზადებაში. იკვლევდა თანამედროვე დასავლური ფილოსოფიის ძირითად მიმდინარეობებს, შემეცნების თეორიისა და დეტერმინიზმის პრობლემებს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

ერი და იდეოლოგია (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2000. - 92გვ.

  • რა არის სამოქალაქო საზოგადოება? : საერთ. საზ-ბა "სამართლიანი არჩევნები", სამოქ. გან. ბიბ-კა. (ავტორი). - თბილისი, 1997. - 40გვ.
  • საზოგადოებათმცოდნეობა : მე-10-11 კლასების სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1996. - 224გვ.. - ISBN: 5-505-01988-9
  • ფილოსოფია : სახელმძღვ. (ავტორი). - თბილისი, კვარი, 1994. - 113გვ.
  • ადამიანის თავისუფლება და პასუხისმგებლობის პრობლემა (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1989. - 183გვ.
  • საზოგადოებათმცოდნეობის საკითხები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1988. - 287გვ.
  • კოტე ბაქრაძის ფილოსოფიური შეხედულებანი (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1979. - 133გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება