ვახტანგ გოგილაშვილი
ვახტანგ ნიკოლოზის ძე გოგილაშვილი (დ. 20 ნოემბერი, 1933, თბილისი — გ. 9 აპრილი, 2019, თბილისი) — ქართველი ინჟინერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1991).
ბიოგრაფია
რედაქტირება1957 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკტულტეი მანქანათმშენებლის სპეციალობით. 1960 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. 2005 წლიდან არის კათედრის გამგე. გოგილაშვილის სამეცნიერო კვლევები ეხება მექანიკურ სისტემებში ენერგიის დანაკარგების შესწავლას; რთული სტრუქტურის ჯაჭვური სისტემების დინამიკის ანალიზსა და სინთეზს; კოსმოსური ბაზირების ტრანსფორმირებადი სისტემების გაანგარიშებისა და დაპროექტების საკითხებს. მონაწილეობდა პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის – ღია კოსმოსში გაყვანის ექსპერიმენტში. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999). 2015 წელს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსის წოდება. [წყარო არ არის მითითებული 518 დღე]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ტრანსფორმირებადი სისტემების სტრუქტურული და კინემატიკური სინთეზი, თბ., 2009 (თანაავტორი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 62.