ვახტანგ ახობაძე (ექიმი)

ექიმი, მეცნიერი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვახტანგ ახობაძე (დ. 1 აგვისტო, 1921, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

ვახტანგ ახობაძე
დაბ. თარიღი 1 აგვისტო, 1921(1921-08-01) (103 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
მოქალაქეობა ქართველები
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1946–1947 წლებში იყო თბილისის რკინიგზის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ორდინატორი. 1947–1948 წლებში სანავიაციის ექიმი და ნეიროქირურგიის კლინიკის ორდინატორი. 1948 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში ორდინატორად, უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. ავტორია 82 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიული ტიპის პუბლიკაცია. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 საკანდიდატო დისერტაცია. 1966 წელს მიღებული აქვს უფროსი მეცნიერ–თანამშრომლის სამეცნიერო წოდება. 6 წლის განმავლობაში იყო სახალხო უნივერსიტეტის რექტორი.

1959 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თავის ტვინის ბიოელექტრული ცვლილებების დინამიკა ჰიპერტონული დაავადების დროს.“[1]

ჯილდოები

რედაქტირება
  • მედალი „შრომითი მამაცობისთვის“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 25

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება