ვახტანგ ალადაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვახტანგ ალადაშვილი (დ. 13 მაისი, 1921, თბილისი — გ. 20 ივლისი, 1986) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.

1971 წლიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა №1 კათედრის გამგე. შეისწავლიდა შინაგანი დაავადებების, ძირითადად ქრონიკული გასტრიტის, ათეროსკლეროზის, ცხიმების ცვლის მოშლის საკითხებს. სამედიცინო პრაქტიკაში დანერგა ღვიძლისა და კუჭის დაავადებების მკურნალობის ახალი მეთოდები, ადგილობრივი ნედლეულისაგან დამზადებული სამკურნალო საშუალებები, თიხა „ასკანე“, უალკოჰოლო ღვინო. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • რა ზიანი მოაქვს თამბაქოს წევას თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980 გვ. 83
  • უმოძრაობა ჩვენი საუკუნის დაავადებაა თბილისი, საბჭ. საქართველო, 1971 გვ. 23
  • მწვავე მოშხამვების, ალერგიული რეაქციებისა და წამლის მიერი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968 გვ. 237
  • ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის და კორტიკოსტეროიდული ჰორმონული პრეპარატების გამოყენება შინაგან დაავადებათა მკურნალობაში თბილისი, საბჭ. საქართველო, 1966 გვ. 54
  • ანემია თბილისი, საბჭ. საქართველო, 1964 გვ. 175

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია თბილისი., 1977 გვ. 85

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება