ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვაი, ვაჰ, ვახ - შორისდებულები ქართულ ენაში. როგორც შორისდებულების უმრავლესობას, მათ არ გააჩნიათ პირდაპირი შასატყვისი სხვა ენებში.

"ვახ" იხმარება სხვა კავკასიურ ენებშიც და რუსულ ენაში. ამ უკანასკნელში უმეტესწილად კავკასიელების მიერ, ან კავკასიური საუბრის მანერის იმიტაციისთვის.

საუბრისას "ვახ" ან "ვაჰ" , როგორც წესი იხმარება ცალკე მდგომი ამოძახილი სახით - "ვახ!", ან წინადადების დასაწყისში. შეიძლება გამოხატავდეს გაკვირვებას, ირონიას, ირონიულ გაკვირვებას, ინტონაციიდან გამომდინარე სინანულს და ა.შ. გამოყენების სხვა გავრცელებული ფორმაა საუბრისას მითი რამდენიმეჯერ მიყოლებით მონოტონური გამეორება, მაგალითად "ვახ, ვახ, ვახ!". ხმარების ეს ფორმა თითქმის ყოველთვის ირონიულია და გადაჭარბებულ გაკვირვებას, აღფრთოვანებას გამოხატავს.

"ვაი"

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვახ“-დან