ვაჩე (ხორნაბუჯის ერისთავი)
ვაჩე, ძე გურგენ ბერისა — XI საუკუნის I ნახევრის კახეთის სამეფოს დიდებული, ხორნაბუჯის ერისთავი.
„მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, „ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი“, სხვა კახ დიდებულებთან ერთად ტყვედ ჩაუვარდა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს მიქელ-გაბრიელის მთასთან ბრძოლაში დაახლ. 1040 წელს.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში დაცული 1013 წლის ნუსხური ოთხთავის (ქუთ.363) კოლოფონით ცნობილი ვაჩე მელესელი და მისი მეუღლე ლატავრი ვაჩე ხორნაბუჯელის პაპა და ბებია უნდა იყვნენ, ხოლო იქვე მოხსენიებული „გურგენ ბერი ერისთავი“ ვაჩე ერისთავის მამაა. შესაძლოა ვაჩეს შთამომავალი იყო XIII საუკუნის მოღვაწე ბერი ხორნაბუჯელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი. ხელნაწერის მიხედვით, სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955.
- ჯოჯუა თ., 1013 წლის ოთხთავის (ქუთ.363-ის) გადაწერის ადგილისათვის, „საქართველოს სიძველენი“, ტ. 2, 2002. — გვ. 50-77.
- Toumanoff, C., Manuel de généalogie et de chronologie pour l’histoire de la Caucasie chrétienne (Arménie, Géorgie, Albanie), Éd. Aquila, Rome, 1976. — გვ. 215-216.