ვაშლოვნის ბრძოლა
ქართველთა ბრძოლა მცირეაზიელ თურქთა ტომებთან
ვაშლოვნის ბრძოლა — ქართველთა ბრძოლა მცირეაზიელ თურქთა ტომებთან. გაიმართა სამხრეთ საქართველოში XIII საუკუნის 80-იან წლებში თურქთა ტომების ხელმეორედ შემოსევის დროს აზატ მოსეს მეთაურობით.
ბექა I-მა ჯაყელმა ვაშლოვნის სანახებში თურქთა 10000 კაციან რაზმს 500 კაცი დაახვედრა. ქართველებმა მუსრი გაავლეს მტერს. განრისხებულმა აზატ მოსემ 3000 ჯარისკაცი გამოყო და „წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა“. ბექამ წინასწარ გაიგო მისი განზრახვა და თურქებს რჩეული ლაშქარი დაადევნა სარგის ბექას ძე ჯაყელის მეთაურობით. ვაშლოვანში გაიმართა უთანასწორო ბრძოლა, რომელმაც სასტიკი ხასიათი მიიღო. ქართველებმა ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, ტ. 1, თბ., 1962
- ნადირაძე ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 203.