სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაშლობი (მრავალმნიშვნელოვანი.

ვაშლობი — ნასოფლარი ისტორიულ სამცხეში, მდ. ურავლის მარჯვენა სანაპიროზე. 1598 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, ის შედიოდა ახალციხის ლივის ჭაჭარაქის ნაჰიეში. იქ მაშინ 3 კომლს უცხოვრია: ვაშლობელს, მის ძმას და ბატატა ვაშლობელისძეს. მათ მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ამუშავებდნენ სელს, ჰქონიათ ბოსტნები, ჰყოლიათ ღორი და ფუტკარი. მათი წლიური გამოსაღები 8 045 ახჩა იყო. 1720–1721 წლებში ეს სოფელი ყოფილა ზეამეთი ვინმე აბუბექრისა, მისი გამოსაღები უკვე 31 260 ახჩა გამხდარა, რაც სოფლის მოსახლეობის მატებაზე მიუთითებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, ს. ჯიქიას გამოც., წგ. 2–3, თბ., 1941–58.
  • ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ც. აბულაძის და მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979.
  • ბერძენიშვილი დ., ვაშლობი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.