ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი

წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარი ან ვაშინგტონის საკათედრო ტაძარიაშშ-ის ანგლიკანური საეპისკოპოსო ეკლესიის მთავარი ტაძარი, მდებარეობს ვაშინგტონში, აშშ. შენობა ნეოგოთიკურ სტილშია აგებული, სიდიდით მეექვსე საკათედრო ტაძარია მსოფლიოში და სიდიდით მეორე აშშ-ში.[1] საძირკველში პირველი ქვის ჩადება 1907 წლის 29 სექტემბერს მოხდა, მშენებლობის დაწყებას ესწრებოდა პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი. მშენებლობა 83 წელი გაგრძელდა და საზეიმოდ დასრულდა 1990 წელს, ჯორჯ ბუში უფროსის პრეზიდენტობისას. ტაძარი პროტესტანტური საეპისკოპოსო-საკათედრო ფონდის მმართველობის ქვეშაა, რომელიც 1893 წლის 6 იანვრიდან, კონგრესის მიერ ტაძრის მშენებლობისთვის გაცემული ნებართვის დროიდან არსებობს. მდებარეობს ვაშინგტონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. შედის აშშ-ის ისტორიული ადგილების ეროვნული რეესტრში. 2011 წლის 23 აგვისტოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთი კოშკის სამი შპილი მოტყდა, მეოთხე კი სერიოზულად დაზიანდა. დაზიანდა ტაძრის სხვა ნაწილებიც.[2]

ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი
ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი — აშშ
ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 38°55′50″ ჩ. გ. 77°04′15″ დ. გ. / 38.9305694° ჩ. გ. 77.0708694° დ. გ. / 38.9305694; -77.0708694
რელიგიური კუთვნილება ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ადგილმდებარეობა ვაშინგტონი
სასულიერო სტატუსი მოქმედი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება