ვატ პჰრა მაჰატჰატი

ვატ პჰრა მაჰატჰატ ვორამაჰავიჰანი (ტაი: วัดพระมหาธาตุวรมหาวิหาร) — მთავარი ბუდისტური ტაძარი ნახონ სი ტჰამარატის პროვინციაში, ტაილანდის სამხრეთ ნაწილში. ტაძრის მთავარი სტუპა, პჰრა ბორომატჰატ ჩედი მეგე სრი დჰამასოკარაჯას ბრძანებით XIII საუკუნეში ააგეს და პროვინციაში თერავადას ბუდისტური სექტის სიმბოლოს წარმოადგენდა. ზოგიერთი გადმოცემით, ტაძარში სიდჰართა გაუტამას კბილია შენახული.[1][2]

ვატ პჰრა მაჰატჰატ ვორამაჰავიჰანი
 
მთვარი სტუპა

ლეგენდის თანახმად, პრინცმა ტჰანაკუმანმა და დედოფალმა ჰემ ჩალამ ჰატ საი კაევში ბუდას რელიქვია მიიტანეს და 291 წელს პატრა პაგოდა ააგეს. როდესაც მეფე სიტჰამა სოკარატმა ქალაქი ნახო სი ტამრატი დააარსა, პაგოდის ადგილას ახალი ტაძალი, ვატ პჰრა ბორომ ტჰატი ააგო, რომელის შრივიჯაიას სამეფოს შესაბამისად, მაჰაიანას სტილის ტაძარი იყო. ქალაქი ნახონ სი ტამარატი ანტიკური სამეფოს, ტამბრალინგას მოწინავე ქალაქი იყო, რომელიც შრივიჯაიას იმპერიაში XIII საუკუნის დასაწყისამდე შედიოდა.[1][3][4]

ისტორიკოსების რწმენით, ქალაქი ეპიდემიებისა და ომის გამო თითქმის დაცარიელებული იყო, რის გამოც მეფემ ხალხის მონაწილეობით უფრო ფართო, შრი-ლანკური სტილის სტუპას აგება გადაწყვიტა და ამით ქალაქის ხელახლა განვითარება სურდა. სხვა რელიგიური ნაგებობები XIII-XVIII საუკუნეებშია აგებული.[1][5]

 
სანგჰა-ავასა

ტაძრის სახელწოდება, პჰრა მაჰატჰატ ვორამაჰავიჰანი პალის ენიდან მომდინარეობს (vara maha dhatu vara maha vihara) და „დიდი დიდგვაროვანის რელიქვიის სტუპას დიდებულ ტაძარს“ ნიშნავს. ზარის ფორმის სტუპა შთაგონებულია შრი-ლანკური ბუდისტური ხელოვნებით და აღნიშნავს აშოკას მიერ ინდოეთიდან შრი-ლანკაში სტუპას ტრადიციის გადაცემას. ნახონ სი ტჰამარატის მმართველი, რომელმაც სტუპაზე მუშაობა დაიწყო, საკუთარ თავს სრი დჰამასოკარაჯას უწოდებდა, რაც „აშოკა დიდს“ ნიშნავს. ქალაქის სახელწოდებაც პალის ენიდან (Nagara Sri Dhammaraja) მოდის და „დჰამარაჯას ქალაქს“ ნიშნავს.[1]

არქიტექტურა

რედაქტირება
 
რელიეფი სტუპას შიგნით

მთავარი სტუპა, ზარის ფორმისს პჰრა ბორომატჰატ ჩედი XIII საუკუნეშია აგებული. ზოგიერთი გადმოცემით, სტუპა გაუტამა ბუდას რელიქვიას შეიცავს, რაც მას თერავადა ბუდიზმის მნიშვნელოვან რელიგიურ ადგილად აქცევს. ტაძრის კომპლექსი მართკუთხა გეგმის მიხედვითაა აშენებული, 5.14 ჰექტარზეა გადაჭიმული და აგურის კედლებითაა გარშემორტყმული. ტაძარში შეღწევა ოთხი კარიბჭიდანაა შესაძლებელი. ტრადიციული ბუდისტური ტაძრების მსგავსად, ტაძარი ორ ზონად ყოფა: რელიგიური ღონისძიებების ჩასატარებელ წმინდა სივრცედ (ბუდა-ავასა) და ბერების საცხოვრებელ სივრცედ (სანგჰა-ავასა).[1]

სტუპას ფუძე 22 სპილოს ქანდაკებითაა გაფორმებული. მას კვადრატული ფორმის ფუძე აქვს. მთავარი სტუპას ირგვლივ ზარის ფორმის ოთხი სტუპაა. მთავარ სტუპას ქოლგის ფორმის შუბს 52 რგოლი აქვს, რომელიც არის ფორმისგან მოსიარულე ბუდას გამოსახულებებითაა გამოყოფილი. 10.89 მეტრის შუბი ოქროს ფოთლითაა დაფარული, რომელლიც 600 კილოგრამს იწონის და ძვირფასი ქვებითაა შემკობილი.[1][5]

 
პროცესია ჰაე პჰა ხუენ ტჰატის დროს

მთავარი სტუპა თერავადას ტრადიციითაა აგებული. მისი ფუძის ირგვლივ სპილოს 22 ქანდაკება 22 სულიერი უნარის სიმბოლოა. შუბის 52 რგოლი 52 გონებრივ ფაქტორს გამოხატავს. მოსიარულე ბუდას 8 ქანდაკება მარადიული წრებრუნვის გამოხატულებაა, ტანჯვის შეწყვეტისა და სულიერი გასხივოსნების მიღწევის გამოხატულებაა. სტუპას სიმაღლისა და სიგანის შეფარდებაც, 2:1 სულიერი ასპექტების გამოხატულებაა. სტუპას სიმაღლე 28 ვა (1 ვა = 2 მ.), ხოლო სიფართე 14 ვაა. 28 მატერიალურობის ასპექტებს სახავს, 14 კი ცნობიერების ფუნქციათა გამოხატულებაა.[1][3]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 UNESCO Heritage Sites Tentative List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2016. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  2. Historic Records. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 April 2016. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  3. 3.0 3.1 WAT PHRA MAHATHAT WORAMAHAWIHAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  4. Wat Phra Mahathat. ციტირების თარიღი: 19 December 2016.
  5. 5.0 5.1 Wat Phra Mahathat. thailandforvisitors.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 April 2015. ციტირების თარიღი: 19 December 2016.