ვასო კასრაძის დაჯგუფება
ვასო კასრაძის დაჯგუფება — შეიარაღებული დაჯგუფება 1920-იანი წლების საბჭოთა საქართველოში.
შექმნა 1921 წლის ზაფხულში ვასილ (ვასო) კასრაძემ, რომელიც 1918-1920 წლებში აქტიური კრიმინალი იყო, შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცხინვალში წესრიგის აღდგენაში დახმარების სანაცვლოდ შეიწყალა. 1921 წლის მაისში ის საბჭოთა რეჟიმის პირობებში ცხინვალის მილიციის უფროსად მუშაობდა, შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტის გამო ტყეში გავიდა.
სხვადასხვა დროს კასრაძის ჯგუფში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ძირითადად გორის მაზრის ტერიტორიაზე მოქმედებდა. საბჭოთა ხელისუფლება მას ერთ-ერთ ყველაზე საშიშ პოლიტიკურ ბანდად თვლიდა და ენერგიულად ცდილობდა მის ლიკვიდაციას, თუმცა გორის მაზრის მოსახლეობაში კასრაძის ავტორიტეტის გამო საბოლოოდ ეს მხოლოდ შეძლო 1923 წლის ნოემბერში, როდესაც სოფ. რველში გორის პოლიტბიუროს რაზმი დევდარიანის მეთაურობით შემთხვევით შეხვდა კასრაძის დაჯგუფებას და ორმხრივ სროლაში მოკლა თავად კასრაძე და მისი რამდენიმე თანამზრახველი. დაჯგუფების დარჩენილი წევრების დევნა-ლიკვიდაციის ღონისძიებები 1924 წლის აპრილამდე გაგრძელდა. დაჯგუფებას მიეწერებოდა 10 მკვლელობა, 11 ძარცვა, ხელისუფლების წარმომადგენლებზე თავდასხმისა და მათი განიარაღების არაერთი ფაქტი და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- თულნი (პროექტის ხელმძღვ. — ომარ თუშურაშვილი), თბ., 2015. — გვ. 85-98.