ვასილ ელაშვილი
ვასილ ივანეს ძე ელაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1914, სოფ. ჯუგაანი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ნოემბერი, 1997, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი, მოფარიკავე; ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოღვაწე; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979); საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1987), ქართული ეროვნული სპორტული სახეობების მკვლევარი.
ვასილ ელაშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 10 სექტემბერი, 1914 |
დაბ. ადგილი | ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1997 (83 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი |
მუშაობის ადგილი | საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია |
ალმა-მატერი | საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია |
სამეცნიერო ხარისხი | პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი |
ცნობილია როგორც | ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოღვაწე |
სამეცნიერო სფერო | სპორტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1941 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში; 1949-1975 წლებში განაგებდა ფიზიკური კულტირის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას; 1976 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორი; შეისწავლიდა სასკოლო ფიზიკური აღზრდის პრობლემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური მოძრავი თამაშების, ფიზიკური ვარჯიშების აღდგენისა და დანერგვის საქმეში; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
რედაქტირება- იუნესკოსთან არსებული სპოტრის ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო კომიტეტის, წევრ-კორესპონდენტი;
- ქართული ენციკლოპედიის სპორტის სამეცნიერო საბჭოს, აქტიური წევრი.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ფიზიკური აღზრდის ქართული ხალხური პედაგოგიკა, თბ., 1989;
- სასკოლო ფიზიკური აღზრდის ზოგიერთი პრობლემა, თბ., 1989;
- ქართული ჭიდაობა, თბ., 1975;
- Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб., 1973;
- სპორტის ხალხური სახეობანი ფიზიკური აღზრდის საბჭოურ სისტემაში, თბ., 1966;
- სპორტული წვრთნის საკითხები, თბ., 1964;
- მშვილდოსნობა, თბ., 1959;
- Парикаоба (хевсурское фехтование), Тб., 1956.
ლიტერატურა
რედაქტირება- ციბაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 614.