ვასილ აბაშიძის ქუჩა

ვასილ (ვასო) აბაშიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (გარეთუბანი). შოთა რუსთაველის გამზირიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის I ნახევარში. დააპროექტა მიწისმზომელმა ტოვარნიცკიმ 1833–1835 წლებში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ბანკის შესახვევი. 1896 წელს, ოპერისა და ბალეტის თეატრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, თეატრალური შესახვევი დაერქვა. აქ ცხოვრობდა ვასილ აბაშიძე. ქუჩას 1959 წელს მისი სახელი ეწოდა. აქვს 2 ჩიხი.

ვასილ აბაშიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
წინა სახელები ბანკის შესახვევი, თეატრალური შესახვევი

ლიტერატურა

რედაქტირება