ვასილი ვატაგინი, (დ. 20 დეკემბერი, 1883, მოსკოვი — გ. 31 მაისი, 1969, მოსკოვი) — რუსი მოქანდაკე, გრაფიკოსი, ანიმალისტი, რსფსრ სახალხო მხატვარი (1964), სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის ნამდვილი წევრი (1957).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1902-1907 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, პარალელურად ესწრებოდა ლექციებს ნ. მარტინოვის სამხატვრო სკოლასა (1899 წლიდან) და კ. იუონის სტუდიაში (1904-1906). ღრმად შეისწავლა ცხოველთა ხასიათი და ჩვევა. კარგად იყენებდა მასალის პლასტიკურ შესაძლებლობებს. მისი ნამუშევრებია „ლომვეშაპები“ (ხე, 1909), „ვეფხვი“ (ბრინჯაო, 1925-1926), „პინგვინი და მისი ბარტყი“ (ხე, 1960). ეს ნამუშევრები გამოფენილია ტრეტიაკოვის გალერეაში. შექმნა ლითოგრაფიების ალბომი „ინდოეთი“ (1922), ილუსრაციები ლევ ტოლსტოის „მოთხრობები ცხოველებზე“ (1933), რადიარდ კიპლინგის „მაუგლი“ (1926, 1933)

ლიტერატურა

რედაქტირება