ვასილი დიკოვი

საბჭოთა და რუსი პოეტი

ვასილი დიკოვი (რუს. Василий Иванович Диков; დ. 1874, ნოვოჩერკასკი, რუსეთის იმპერია1937, ნოვოჩერკასკი, რსფსრ, სსრკ) — საბჭოთა და რუსი პოეტი.

ვასილი დიკოვი
სრული სახელი ვასილი ივანეს ძე დიკოვი
დაბადების თარიღი 1874
დაბადების ადგილი ნოვოჩერკასკი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1937
გარდაცვალების ადგილი ნოვოჩერკასკი, რსფსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
ეროვნება რუსი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, სსრკ
ჟანრი პოეზია

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვასილი დიკოვი 1874 წელს ქალაქ ნოვოჩერკასკში, კაზაკების ოჯახში დაიბადა. სწავლის დასრულების შემდეგ მწერლად მუშაობდა საოლქო სამმართველოში. 1898 წელს დაამთავრა ნოვოჩერკასკის კაზაკთა სასწავლებელი, მსახურობდა ოფიცრად.

ამ პერიოდში ის უკვე წერდა ლექსებს. მის შემოქმედების მთავარი თემა იყო ბუნება, დონის კაზაკობა და კაზაკთა ცხოვრება. ამ პერიოდში მან დაწერა ლექსები: „К Дону“, „Летнее утро в станице“, „Дону“, „Степной орел“, „Родному Дону“, „Дончак“ და სხვ.

1909 წელს ქალაქ ნიკოპოლში მისი ლექსების პირველი წიგნი – „Охотничьи картинки“ გამოიცა. ვასილი დიკოვი პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა. ომის დაწყებამდე ქალაქ ნოვოჩერკასკში გამოიცა მისი მეორე წიგნი – „Новочеркасский альманах“.

1918 წელს დიკოვმა გამოსაცემად მოამზადა წიგნ „Охотничьи картинки“-ს მეორე ვარიანტი, მაგრამ მისი გამოცემა ვერ მოხერხდა. 1920 წელს პოეტი ნოვოჩერკასკის ციხეში მოხვდა, სადაც დახვრეტის მოლოდინში ნახევარი წელი გაატარა, თუმცა იგი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ შემთხვევითი შემოსავლებით ცხოვრობდა. 1921 წლიდან იყო ნოვოჩერკასკის სამხატვრო სტუდიების ადმინისტრატორი მხატვარ-ბატალისტ მიტროფანე გრეკოვთან. 1937 წელს დახვრიტეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Астапенко М. П., Астапенко Г. Д., Астапенко Е. М. Казачья доля — Дон, степь да воля. Ростов н/Д, 2014. с. 207-208, 320 с.: ил. ISBN 978-5-87259-806-0