ვასილი გაგარა
ვასილი იაკობის ძე გაგარა — XVII საუკუნის რუსი ვაჭარი და მოგზაური.
ცხოვრობდა ყაზანში, ძირითადად ვაჭრობდა სპარსეთთან. 1634-1637 წლებში „ცოდვების მოსანანიებლად“ ეგვიპტესა და პალესტინაში იმოგზაურა, გზად კავკასია გაიარა; იყო თბილისშიც. უკან პოლონეთის გზით დაბრუნდა, ერთხანს დაპატიმრებული იყო ვინიციაში და გათავისუფლდა რუსეთის მთავრობის ჩარევის შემდეგ. შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. შემორჩენილია გაგარას „მოგზაურობის“ აღწერილობა, რომელშიც, სხვათა შორის, არის თბილისის მოკლე, მაგრამ მკაფიო აღწერა.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Путешествие Василия Гогары в 1634 году // Сказания русского народа / Собр. И. Сахаровым. — Изд. 3-е. — СПб.: Тип. Сахарова, 1849. — Т. 2.
- Житие и хождение в Иерусалим и Египет казанца Василия Яковлевича Гагары. — СПб, 1891.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.
- Адрианова-Перетц В. П. Хождение в Иерусалим и Египет Василия Гагары. — Л., 1924.
- Полиевктов М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935.