ვარჯაანი
ვარჯაანი – ნასოფლარი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდალეთიდან სამხრეთით 4 კილომეტრზე. ნასოფლარზე დადასტურებულია 4 ქრონოლოგიური ფენა: თიხის ჭურჭლის ნამტვრევები ანტიკურ და ადრეფეოდალურ ხანას განეკუთვნება. განვითარებული ფეოდალური ხანისაა მთავარანგელოზის ეკლესია და სამაროვანი. გვიანდელი ფეოდალური ხანისაა უინვენტარო ქვაყუთი, რომელშიც ადამიანის ჩონჩხი ესვენა.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.
- მაკალათია ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960