ვარხანის ღვთისმშობლის ეკლესია

ვარხანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში.

ვარხანის ღვთისმშობლის ეკლესია
ვარხანის ღვთისმშობლის ეკლესია — საქართველო
ვარხანის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′39″ ჩ. გ. 42°50′30″ ა. გ. / 41.69417° ჩ. გ. 42.84167° ა. გ. / 41.69417; 42.84167
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

დარბაზული ეკლესია, ნაგებია ტუფისა და ქვიშაქვსი კვადრებით (გარე ზომებია 8.4 X 10.0 მ.). მას ერთი შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და ერთიც სამხრეთიდან. ტაძრის გეგმა შუა საუკუნეებში შემუშავებული ბაზილიკური ნაგებობის სქემას იმეორებს. ბაზილიკა სამნავიანია, სწორკუთხა გეგმის სვეტების ორი წყვილით სამ ნავადაა გაყოფილი. ნავების სივრცე ცენტრალურ ნავთან სვეტებსა და პილასტრებზე აღმართული სამი ნახევარწრიული თაღითაა გაერთიანებული. ტაძრის საკურთხეველი ღრმა ბემით არის დაგრძელებული. ბემის გვერდებზე უაფსიდო სადიაკვნე და სამკვეთლოა.

სავურთხევლის აფსიდი ბაზილიკის კორპუსიდან გამოსულია და გარედან ხუთკუთხედითაა შემოსაზღვრული. აფსიდში ერთი საკურთხევლის სარკმელია. ტაძრის ცენტრალური ნავი მაღალია, მის გრძივ კედლებში, საკმაოდ მაღლა, სამ-სამი სარკმელია გაჭრილი. დარბაზის გვერდით ნავებში დამატებით სარკმლებია. საკურთხეველი და კასტოფორიუმები დარბაზის იატაკიდან ერთი საფეხურით არის ამაღლებული. საკურთხეველი დარბაზის სივრცისაგან კანკელითაა გამოყოფილი.

გარედან ტაძარს შუა საუკუნეებში შემუშავებული ბაზილიკური ნაგებობის იერი აქვს — ორქანობიანი სახურავით გადახურული მაღალი ცენტრალური ნავი და ცალფერდა სახურავით გადახურული შედარებით დაბალი გვერდითი ნავებით.

თავშეკავებული დეკორატიული გაფორმება მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადზეა. საკურთხევლისა და კასტოფორიუმების თაღოვანი სარკმლების ორსაფეხურიანი თავსართი ერთ ქვაშია გამოკვეთილი, რთმელიც გვერდებზე ჰორიზონტალურ თაროებს ეყრდნობა (ჰორიზონტალურ კიდეებიანი თავსართის იმიტაცია). ფასადები ორსაფეხურიანი თაროსებრი კარნიზით არის დასრულებული. სახურავი თუნუქის საბურავითაა შემოსილი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მარსაგიშვილი გ., „ბოლაჯურის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ., 2013, გვ. 536