„ვარშაყიანი“ — საგმირო-ფანტასტიკური ხასიათის ვრცელი ქართული რომანი, რომელშიც მოთხრობილია ვარშაყისა და მისი წინაპრების საფალავნო თავგადასავალი. შედგება 18 კარისაგან. მოღწეულია ერთ-ერთი ნაკლული ნუსხით (S—2398), გამოცემულია მხოლოდ I კარი. ვარაუდობენ, რომ თხზულება სპარსულიდანაა ნათარგმნი თუ გადმოკეთებული. თარიღდება XVII — XVIII საუკუნეებით. ქართული ვერსიის ავტორი უცნობია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ახვლედიანი გ., ვარშაყიანი გ., ვარშაყიანი, კრ.: ქართული ლიტერატურის საკითხები, თბ., 1968;
  • კეკელიძე კ., ქართლი ლიტერატურის ისტორის, ტ. 2, თბ., 1958;
  • გვახარია ა., ქსე, ტ. 4, გვ. 315, თბ., 1979