ვარუნ საჰნი (ინგლ. Varun Sahni ; დ. 29 მარტი, 1956, ინდოეთი) — ინდოელი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგი, პუნის კოსმოლოგიისა და ასტროფიზიკის საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორი.[2]

ვარუნ საჰნი
დაბ. თარიღი 29 მარტი, 1956(1956-03-29) (68 წლის)
დაბ. ადგილი ინდოეთი
მოქალაქეობა  ინდოეთი
საქმიანობა ასტროფიზიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი Inter-University Centre for Astronomy and Astrophysics
ალმა-მატერი მგუ-ს ფიზიკის ფაკულტეტი და Landau Institute for Theoretical Physics
მამა Bhisham Sahni
ნათესავ(ებ)ი Balraj Sahni
ჯილდოები Shanti Swarup Bhatnagar Prize for Science and Technology[1]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვარუნ საჰნი წარმოშობით ინდოეთის წარჩინებულ ოჯახს ეკუთვნოდა. მის ნათესავებს შორის იყვნენ მასწავლებლები და მუსიკოსები. მამა იყო მწერალი ბგიშამ საჰნი, ხოლო ბიძა — მსახიობი ბალრაჯ საჰნი.

ვარუნ საჰნიმ 1978 წელს დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი კვანტური თეორიის განხრით. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ლანდაუს სახელობის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელ ალექსი სტარობინსკისთან. მან გამოაქვეყნა თავისი პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1980 წელს. [3] 1983 წელს სტარობინსკიმ წარმოადგინა ერთობლივი ნაშრომი მე-10 საერთაშორისო გრავიტაციულ კონფერენციაზე ( პადუაში, იტალია), [4] რომლის თანაავტორები იყვნენ საჰნი და კოფმანი.

დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ საჰნი დაბრუნდა ინდოეთში, სადაც დაიწყო მუშაობა პუნის კოსმოლოგიისა და ასტროფიზიკის საუნივერსიტეტო ცენტრში, გაიარა კარიერული ზრდის ყველა ეტაპი პროფესორის საპატიო წოდებამდე. 1997 წელს ინდოეთში უმასპინძლა მომდევნო საერთაშორისო კონფერენციას ფარდობითობისა და გრავიტაციის ზოგად თეორიაზე, რომელშიც მონაწილეობდა, როგორც ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.

წვლილი მეცნიერებაში

რედაქტირება

ცნობილია, რომ ვარუნ საჰნიმ შეისწავლა სამყარო, უფრო კონკრეტულად მისი ფართომასშტაბიანი სტრუქტურა, ადრეული ინფლაციური ფაზა და კოსმოლოგიური მუდმივა. მისი მიღწევები მოიცავს ინფლაციასთან დაკავშირებული კოსმოსური თეორემის შექმნას, სამყაროს სტრუქტურის ანალიზს თვითგანვითარებული სტატისტიკური მეთოდების გამოყენებით, ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის ახალი მოდელების აღმოჩენას, ინფლაციის ერთიანი მოდელების შემუშავებას, აგრეთვე ბნელი ენერგიის და დიდი აფეთქების თეორიის ახსნას. მისი კვლევა დაფიქსირებულია რამდენიმე ნაშრომში. ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის ნაშრომების ონლაინ საცავი შეიცავს 68 მათგანს.[5]

ვარუნ საჰნი არის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის წევრი. გამოდიოდა პლენარული მოხსენებებით არაერთ კონფერენციასა და სემინარზე; მათგან აღსანიშნავია მოხსენება: „კოსმოლოგია ბუმერანგის ექსპერიმენტის შემდეგ“, რომელიც წარადგინა 2000 წელს ტატას ფუნდამენტური კვლევების ინსტიტუტის ასტრონომიის სემინარებზე და თეორიული მეცნიერებათა საერთაშორისო ცენტრში გაკეთებული მოხსენება: „კოსმოლოგიისა და გრავიტაციის საზღვრები“ (ICGC 2011). ათენის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკური და ფიზიკურ მეცნიერებათა სკოლამ მისი ერთ-ერთი მოხსენება ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის შესახებ, რომელიც 2004 წლის მარტში წაიკითხა, დაასახელა ეგეოსის სკოლის ყველაზე ციტირებულ მოხსენებად. მეცნიერი ასევე 2014 წელს გახდა ინდოეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჰომი ბჰაბჰას მედლის ლაურეატი.[6]

  1. https://www.iiap.res.in/files/IIA_DOOT_Magazine_Issue_1.pdf
  2. "Faculty". Inter-University Centre for Astronomy and Astrophysics. 2017-10-19. Retrieved 2017-10-19.
  3. , Vol. 15, P. 423.
  4. , Vol. 1, P. 1102.
  5. "Frontiers of Cosmology and Gravitation". International Centre for Theoretical Sciences. 2017-10-19. Retrieved 2017-10-19.
  6. ".Fellow profile" Indian Academy of Sciences. 2017-10-17. Retrieved 2017-10-17.