ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები (კომიქსები)
„ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“ (ინგლ. „Star Wars: Knights of the Old Republic“) — სიუჟეტური თაღი ვარსკვლავური ომების კომიქსების სერიაში. მისი სცენარის ავტორია ჯონ ჯექსონ მილერი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 2006 წელს გამოუშვა. კომიქსის ამ სერიაში მოთხრობილი ამბები მიმდინარეობს ვარსკვლავური ომების სამყაროში და ძირითადად ეხება ზეინ კერიკს, ახალგაზრდა ჯედაის, რომელსაც პადავანების მკვლელობა დააბრალეს.
„ვარსკვლავური ომები: ძველი რესპუბლიკის რაინდები“ | |
---|---|
პირველი გამოცემის გარეკანი | |
ინფორმაცია გამოცემაზე | |
გამომცემელი კომპანია | Dark Horse Comics |
თემა | ვარსკვლავური ომები |
ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა/კოსმოსური ოპერა |
პერიოდულობა | ყოველთვიური |
გამოცემის თარიღ(ებ)ი | 2006-2010 |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
სცენარის ავტორი | ჯონ ჯექსონ მილერი |
მხატვარი | ბრაიან ჩინგი, ბონზ დაზო |
გამოცემები
რედაქტირებაგზაჯვარედინები
რედაქტირებაგალაქტიკას ბნელი ჟამი დაუდგა. ძველი რესპუბლიკის რესურსებზე გადამწყვეტი დარტყმა მანდალორელებმა მიიტანეს. ომით უკმაყოფილო რაინდების ნაწილი თვლის, რომ ჯედაებმა ამ ბრძოლებში უფრო მეტად უნდა იაქტიურონ.
ცერემონია
რედაქტირებაჯედაების აკადემიის აღსაზრდელი ზეინ კერიკი ღელავს, რომ მას არ მიანიჭებენ რაინდის წოდებას. ამავე დროს მას ავალებენ სნივიან გრიფის დაჭერას, მაგრამ დავალებას არ ასრულებს. ბრუნდება რა ჯედაების ტაძარში, კერიკი აღმოაჩენს ოთხ მოკლულ პადავანს. შეშინებული ზეინი გარბის. მას ადანაშაულებენ პადავანთა მკვლელობაში. პლანეტიდან გაღწევის ერთადერთი შანსი ქალაქის ქვედა ნაწილია. სწორედ იქ დაედევნებიან მას უმაღლესი ჯედაები.
კერიკი და გაიძვერა გრიფი მეგობრები ხდებიან. გრიფს იმედი აქვს, რომ პლანეტიდან გაქცევაში არკანიანელები, კემპერი და ჯარაელი დაეხმარებიან. მაგრამ მათი ხომალდი მრავალი წელია, არ ამოძრავებულა, ამიტომ უცნობია, რამდენად გაუძლებს შესაძლო თავდასხმას.
ზეინი ცდილობს, დაუკავშირდეს ჯედაების ორდენს და დაადგინოს სიმართლე, მაგრამ უშედეგოდ. კერიკი დროებით დაეშვება მოხეტიალე მთვარეზე, ასტეროიდზე და მოძებნის Т1-LB დროიდის ნარჩენებს. ამ დროს მას პოულობენ მასწავლებელი, ლუსიენი და ტარისის პოლიცია.
კემპერის მიერ აღდგენილი დროიდი ადასტურებს, რომ მედიტაციის დროს უმაღლესმა ჯედაებმა იხილეს ერთ-ერთი პადავანის მიერ ჯედაების განადგურების სცენა. ზეინი ხვდება, რომ გამოსავალი მხოლოდ ერთია და მისი დევნა არ შეწყდება. იგი მოითხოვს გრიფისა და არკანიანელთა თავისუფლებას, თავად კი მიჰყვება მონადირეს, რომელსაც იგი უკან, კორუსანტზე მიჰყავს.