ვარსინაის-სუომი
ვარსინაის-სუომი, იგივე ნამდვილი ფინეთი ან სამხრეთ-დასავლეთი ფინეთი (ფინ: Varsinais-Suomi, შვედ: Egentliga Finland) — ფინეთის ერთ-ერთი რეგიონი. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ბოტნიისა და ფინეთის ყურეების სანაპიროზე. წარსულში, მხოლოდ ამ რეგიონს ეწოდებოდა ფინეთი, რომელიც შემდეგ მთელს ქვეყანაზე გავრცელდა. ესაზღვრება ქვეყნის სხვა რეგიონებს - სატაკუნტას, კანტა-ჰიამეს და უუსიმაას. ფართობი შეადგენს 10 910.05 კმ²-ს, მოსახლეობა 461 100 ადამიანს (2009 წ.). მოსახლეობის უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ქალაქ ტურკუს აგლომერაციაში, შიდა ნაწილი კი სუსტადაა დასახლებული.
რეგიონი | |||
---|---|---|---|
ვარსინაის-სუომი Varsinais-Suomi | |||
![]() | |||
| |||
ქვეყანა |
![]() | ||
ადმ. ცენტრი | ტურკუ | ||
კოორდინატები | 60°30′00″ ჩ. გ. 22°45′00″ ა. გ. / 60.50000° ჩ. გ. 22.75000° ა. გ. | ||
ფართობი | 10 910.05 ათ. კმ² | ||
მოსახლეობა | 461 100 კაცი (2009) | ||
სიმჭიდროვე | 42.3 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2, აღმოსავლეთ ევროპული დრო და UTC+3 | ||
ოფიციალური საიტი | varsinais-suomi.fi | ||
![]() | |||
რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ტურკუს არქიპელაგი, რომლის სანაპიროც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დანაწევრებულია, ამავე დროს, შედგება ათასობით კუნძულისაგან.
ვარსინაის-სუომი 28 მუნიციპალიტეტისაგან შედგება, რომელთა შორის თერთმეტს ქალაქის სტატუსი გააჩნია. ადმინისტრაციული ცენტრია ტურკუ.