ვარო (ბარბარე) ხოჯაშვილი-ჯაფარიძე (დ. 1886 — გ. 1952) — პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, ბოლშევიკი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ვარო ხოჯაშვილი დაიბადა 1886 წელს. 1902 წელს მისთხოვდა ბოლშევიკ პროკოფი ჯაფარიძეს და გახდა რსდმპ (ბ) წევრი. ჰქონდა პედაგოგიური განათლება. 1904 წლიდან ჯაფარიძეები დასახლდნენ ბაქოში, სადაც ვარო პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოს კერძო გიმნაზიაში. ჰყავდათ 2 ქალიშვილი — რევოლუცია (ლუცია) და ელენე [1][2].

1918 წელს ბაქოს კომუნის დამხობის და ქმრის დახვრეტის შემდგომ დააპატიმრეს. 1 წლის შემდეგ, სერგო ორჯონიკიძის აქტიური მონაწილეობის შედეგად, გათავისუფლდა და ჯერ მოსკოვში გადავიდა, სადაც შვილები ელოდნენ, შემდეგ კი — მათთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, სადაც აზერბაიჯანის მისიაში მუშაობდა [1].

საქართველოს გასაბჭოების შემდგომ განაგრძო პარტიული ხაზით მუშაობა. იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: იყო მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატის სასწავლო დაწესებულებათა მთავარ სამმართველოში განყოფილების გამგე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის და საკონტროლო კომისიის წევრი.

ცხოვრების ბოლო წლებში ცხოვრობდა მოსკოვში. გარდაიცვალა იქვე. დასაფლავებულია ნოვოდევიჩის სასაფლაოზე [3] მასთან ერთად დასაფლავებულები არიან:

  • ლუცია ჯაფარიძე (1906-1988) — პ. ჯაფარიძისა და ვ. ხოჯაშვილის უფროსი ქალიშვილი. ისტორიკოსი, პარტიული და საზოგადო მოღვაწე. რეპრესირებული 1936-1945 წლებში, "ტროცკიზმის" ბრალდებით, შემდგომ — რეაბილიტირებული[4].
  • ელენა ჯაფარიძე (1907-1996) — პ. ჯაფარიძისა და ვ. ხოჯაშვილის უმცროსი ქალიშვილი. ენერგეტიკოსი [1].
  • თამარ ხოჯაშვილი-კრასოვსკაია (1901–1985), ვ. ხოჯაშვილის ბიძაშვილი. ეკონომისტი. რეპრესირებული, შემდგომ — რეაბილიტირებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 https://dnnmuseum.ru/%D0%B5%D0%BB%D0%B5%D0%BD%D0%B0-%D0%B0%D0%BB%D0%B5%D0%BA%D1%81%D0%B5%D0%B5%D0%B2%D0%BD%D0%B0-%D0%B4%D0%B6%D0%B0%D0%BF%D0%B0%D1%80%D0%B8%D0%B4%D0%B7%D0%B5-1907-1997/
  2. Бибинейшвили Б. Ахча-Куймская трагедия. (Вожди Бакинской коммуны). — Заккнига, 1931.
  3. http://novodevichiynecropol.narod.ru/01/dzhaparidze_vm.htm
  4. https://www.kolyma.ru/magadan/index.php?newsid=377