ვარლამ ესაიაშვილი

ვარლამ გიორგის ძე ესაიაშვილი (დ. 12 აპრილი, 1910, ქუთაისი, — გ. 13 აპრილი, 1977, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1931). სკკპ წევრი 1940 წლიდან. 1941–1945 წლებში იყო ქართული საფრონტო გაზეთის „წინ, სამშობლოსთვის!“ რედაქტორი, 1954–1960 წლებში — საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, 1961 წლიდან — თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის, შემდეგ მეცნიერული კომუნიზმის კათედრის გამგე. 1955-1961 წლებში იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, 1959–1962 წლებში — საქართველოს სსრ V მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მისი ნაშრომების ძირითადი თემაა ლენინი და საქართველო, საკითხები გაშუქებულია მარქსისტული ისტორიოგრაფიის თვალსაზრისით. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება