ვარლამ დონაძე
ვარლამ ბარნაბის ძე დონაძე (დ. 15 მაისი, 1908, სოფ. ლიხაური, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 6 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი (1929). იკვლევდა დასავლეთ ევროპის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის პრობლემებს, აგრეთვე XIX ს. II ნახევრის ქართული საზოგადოებრივი აზრის დამოკიდებულებას ახალი დროის მსოფლიო ისტორიის აქტუალური პრობლემებისადმი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- სუნ იატ-სენი, თბ., 1955;
- ახალი ისტორიის აქტუალური პრობლემები და XIX ს. II ნახ. ქართული საზოგადოებრივი აზრი, თბ., 1973;
- ინდოელი ხალხის დიდი შვილი მაჰათმა განდი, თბ., 1974;
- ბოსფორი და დარდანელი (საკითხის ისტორიის ნარკვევები), თბ., 1983;
- ნიკო ნიკოლაძის სოციოლოგიური და ისტორიული შეხედულებები, თბ., 1987;
- ილია ჭავჭავაძე და მსოფლიო ისტორიის ახალი პერიოდის აქტუალური პრობლემები, თბ., 1987.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 480.