ვარლამ ბორჯაძე (დ. 18 თებერვალი, 1944, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის დოცენტი; 1992 წლიდან რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის, ერთი მონოგრაფიის „მამაკაცთა მეიოზისა და უშვილობის დიაგნოსტიკა,“ მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ადამიანის მეიოზი და ინფერტილობის კლინიკო–დიაგნოსტიკური გამოკვლევა.“

ჯილდოები

რედაქტირება
  • 1999 — ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000, გვ. 43
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 4, თბ., 2002, გვ. 348

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება