Vario LF2

(გადამისამართდა გვერდიდან ვარიო LF2)

Vario LF2 — ჩეხური, ნახევრადდაბალიატაკიანი, ორსექციური ტრამვაის ვაგონი. შეიქმნა ფირმების: Pragoimex, krnovské opravny a strojírny და VKV Praha-ს მიერ, ოსტრავას სატრანსპორტო გაერთიანებასთან თანამშრომლობით.

Vario LF2 ბრნოში
Vario LF2–ების ბმული ბრნოში
Vario LF2 ოსტრავაში

კონსტრუქცია

რედაქტირება

Vario LF2–ის კონსტრუქცია Vario LF3–ის მსგავსია. ეს ცალმხრივი მართვის ექვსღერძიანი, მოტორებიანი ტრამვაის ვაგონი ერთი მხრივ ტევადობით Škoda 03 T–ს კონკურენტია, თუმცა ამასთანავე Tatra K2–ის შემცვლელიცაა. Vario LF2 შედგება ორი სექციისგან, რომლებიც შეკავშირებულია სახსრით, ხოლო სახსარი შემოსილია მოქნილი, გოფრირებული ტყავის ბურვილით. ვაგონს მარჯვენა გვერდზე აქვს ოთხი ორფრთიანი კარი. განაპირა კარებს შევყავართ ვაგონის მაღალიატაკიან ნაწილებში. დაბალიატაკიანი ნაწილი ლიანდაგის ზედაპირიდან 350 მმ სიმაღლეზეა და ვაგონის იატაკის ფართის 43% შეადგენს, ხოლო მაღალიატაკიან ნაწილში (ვაგონის ბოლოები და სახსარი) იატაკი 860 მმ სიმაღლეზეა.

Vario LF2 აღჭურვილია ფირმა Cegelec–ის წარმოების ასინქრონული ელექტროაღჭურვილობით TV Europulse (განთავსებულია სახურავზე), რესორებიანი მბრუნავი შასებით „კომფორტი“ და ნახევარპანტოგრაფით. ვაგონის დიზაინი ინგლისელ არქიტექტორ, ფრანტიშეკ პელიკანს ეკუთვნის. Vario LF2–ის გარდა გამოშვებულია Vario LF2.E და Vario LF2R.E, რომლებიც ტატრა K2–ის რეკონსტრუქციას წარმოადგენს.

ტექნიკური მონაცემები

რედაქტირება
  • სიგრძე (ბუფერებამდე): 22,6 მ
  • სიგანე: 2,48 მ
  • სიმაღლე: 3,185 მ
  • ვაგონის წონა (მგზავრების გარეშე): 31,5ტ
  • ადგილების საერთო რაოდენობა: 140
    • დასაჯდომი ადგილები: 46
    • დასადგომი ადგილები: 94
  • მოტორების სიმძლავრე: 6 x 90 kW
  • მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე: 65კმ/სთ

გაყიდვები

რედაქტირება

2007 წლის მდგომარეობით.

ქალაქი ბმული ვაგონის ტიპი მიღების წლები ვაგონების რაოდენობა სარეგისტრაციო ნომრები შენიშვნა
ბრნო ბრნოს ტრამვაი Vario LF2R.E 2008–2018 32 ვაგონი[1] 1069, 1072, 1078, 1082–1084, 1088, 1090, 1092–1094, 1096, 1098–1103, 1106, 1108–1110, 1112, 1114, 1117, 1120, 1126–1128, 1130–1132  
ოსტრავა ოსტრავას ტრამვაი Vario LF2.E 2007 1 ვაგონი[2] 1401  
VarioLF2R.S 2013–2014 2 ვაგონი[3] 1402, 1403

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Evidence DPMB: vozy VarioLF2R.E. ციტირების თარიღი: 2019-01-12.
  2. Vůz DP Ostrava #1401II (Pragoimex VarioLF2). ციტირების თარიღი: 2019-01-12.
  3. DP Ostrava: vozy VarioLF2R.S. ციტირების თარიღი: 2019-01-12.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Vario_LF2&oldid=4309845“-დან