ვარდისფერი ამლახუ

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამლახუ.

ვარდისფერი ამლახუქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა. ოდნავ ოვალური, სამ ან ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია და დაფარულია აბლაბუდისმაგვარი თხელი და საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი გრძელი, ვიწრო, კონუსური ფორმისაა, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მსხვილი. მარცვლები ოვალური ფორმისაა, საშუალო და წვრილი მარცვლები კი — მომრგვალო. მარცვლების შეფერვა ვარდისფერი და თანაბარია.

საშალომოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 100-150 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.6 გ/ლ-ს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 32