ვარდისუბნის იოანე ნათლისმცემლის ხატი
ვარდისუბნის იოანე ნათლისმცემლის ხატი — საკულტო ძეგლი მდებარეობს სოფელ ვარდისუბნის ბოლოს, დონატის მთის ძირას. შენობა გეგმით მრგვალია, ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. ხატის ჩრდილოეთ მხარე ღიაა, სამხრეთ კედელსი მოწყობილია ოთხი თახჩე, დასავლეთ კედელში ერთი. ნაგებობის იატაკი მოსწორებულია. კედლის გასწვრივ ჩამწკრივებულია ჩამოსაჯდომი ქვები. ხატის წინ ყორეა, რომელსაც ადევს დიდი სიპი.
ლიტერატურა
რედაქტირება- რუსიშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 456.