ვარდისუბანი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი)
ვარდისუბანი — ნასოფლარი ისტორიულ ქვემო ქართლში, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ხრამის (ქციის) მარჯვენა ნაპირზე, ლიპარიტის უბნის, დღევანდელი ბედიანის ჩრდილო-დასავლეთით.
ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) მიხედვით „მოდამნახეს ქუეით არს ვარდისუბანს მონასტერი უგუმბათო, შუენიერს ადგილს“. იოანე ბატონიშვილი „ქართლ-კახეთის აღწერაში“ ვარდისჭალის სახელით იხსენიებს ქციის ხეობის სოფლებს შორია.
ამჟამად ნასოფლარია. შემორჩენილია მონასტრის ნანგრევები, რომლებიც მდებარეობს მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე, მოდამნახეს სამხრეთით, კლდეისის ხევის ზევით. ბაზილიკა (დაახლ. 18 X 21 მ) მოპირკეთებულია თლილი ქვით. ჩრდილოეთის მხარეს აქვს გარშემოსავლელი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი მოგებულია ქვითა და კირხსნარით. კედელები შელესილია. შესასვლელის თავზე ამოკვეთილია ჯვარი და ბერძნული წარწერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 210, თბ., 2013 წელი.