ვარდევანის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი
ვარდევანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდევანში. სოფლის სამხრეთით რამდენიმე ასეულ მეტრში შემაღლებულ ადგილას შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. იქვეა სოფლის სასაფლაოც.
ვარდევანის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | დარბაზული ეკლესია |
აღწერა
რედაქტირებაეკლესიის კედლები მხოლოდ 1,5 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია გათლილი, მოვარდისფრო ტუფის მოზრდილი კვადრები. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს შესასვლელი, სადაც კარგად დამუშავებული არქიტრავის ვარდისფერი ქვა გდია. აღნიშნულ ქვაზე ორი ლილვით შექმნილ წრეში ჩასმული ტოლმკლავიანი და ბოლოებგაშლილი ჯვარია გამოსახული.
ლიტერატურა
რედაქტირება- გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 94-95
- ბერძენიშვილი დ., გიორგიძე მ., ჩაჩხუნაშვილი ც., ჭანიშვილი გ., არქიტექტურულ-ისტორიული გზამკვლევი გუჯარეთი, თბ., 1987
- მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1957
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26559