ვაჟა ტაბატაძე (დ. 1 თებერვალი, 1991, ქუთაისი) — ქართველი ფეხბურთელი, ქუთაისის „ტორპედოს“ მარჯვენა მცველი.

ვაჟა ტაბატაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვაჟა ტაბატაძე
დაბადების
თარიღი
1 თებერვალი, 1991 (1991-02-01) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს დროშა საქართველო
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ტორპედო ქუთაისი
ნომერი 2
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2011-2015 ტორპედო ქუთაისი 31 (0)
2015 დინამო თბილისი 6 (0)
2015- ტორპედო ქუთაისი 133 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 8 იანვარი, 2014

ტაბატაძე თავიდან, საკმაო ხანი დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, რის შემდეგაც დააწინაურეს და პირველ გუნდში გადაიყვანეს. ვაჟამ აქაც გამოიჩინა თავი და სეზონის მეორე ნახევრიდან „ტორპედოს“ ძირითად შემადგენლობაში უცვლელად დაიმკვიდრა ადგილი. იგი მცირე ხანში საოცრად მოერგო გუნდს. მას შეუძლია როგორც დაცვაში, ისე ნახევარდაცვაში თამაში.[1]

2013 წლის ოქტომბერში, სტამბოლში, მენისკის ოპერაცია გაიკეთა მარჯვენა ფეხზე,[2] რის გამოც გუნდს 2014 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარა.

ფორმაში დაბრუნების შემდეგ, 2014-15 წლების სეზონში, „ტორპედოს“ შემადგენლობაში 12 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, სეზონის პირველი ნახევარის დასრულების შემდეგ თბილისის „დინამოს“ შეუერთდა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება