ვაჟა ერიაშვილი
ვაჟა მიხეილის ძე ერიაშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1939, თბილისი) — ქართველი ფარმაცევტი. ფარმაციის მეცნიერების დოქტორი (1992), პროფესორი (1995).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტი (1966). 1966-1968 წლები მუშაობდა ი. ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში, 1868-1978 წლებში — პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. მისი ხელმძღვანელობით ამავე ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოფარმაციის ლაბორატორია, რომელიც 1989 წელს გადაკეთდა ბიოფარმაციის სამედიცინო ცენტრად. პარალელურად, 1978–1993 წლებში, იყო თსსი-ის წამალთა ტექნოლოგიის კათედრის თანამშრომელი; 1997-2017 წლებში კი თსსი-ის სოციალური და კლინიკური ფარმაციის კათედრის, შემდეგ — დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ერიაშვილის სამეცნიერო მუშაობის ძირითადი სფეროა წამალთა ტექნოლოგია.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ჯანდაცვის მენეჯმენტი და ადმინისტრირება ფარმაციაში (რედაქტორი). - თბილისი, ნეკერი, 2013.
- მაგისტრალურ წამალთა ტექნოლოგია : სახელმძღვ. (რედაქტორი). - თბილისი, 2011..
- სამედიცინო და ფარმაცევტული საქონელმცოდნეობა : სახელმძღვ. ფარმაც. პროფ. სტუდენტებისა და სპეციალისტებისათვის (რედაქტორი). - თბილისი, 2006.
- სოციალური ფარმაცია : სახელმძღვ. თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სტუდენტებისა და ფარმაცევტებისათვის (ავტორი). - თბილისი, 2001.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 52.