ვან ბაიბურთი
ვან ბაიბურთი (დ. 11 ივლისი, 1940, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი.
ვან ბაიბურთი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 11 ივლისი, 1940 |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ჯილდოები |
1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1961–1962 წლებში იყო „ახალგაზრდა კომუნისტის“, 1962–1964 წლებში „მოლოდიოჟ გრუზიის“, 1965–1967 წლებში „კომსომოლსკაია პრავდის“ კორესპონდნეტი; 1967–1972 წლებში „სოვეტსკი სპორტის“ საკუთარი კორესპონდენტი სომხეთში; 1972–1977 წლებში „საქინფორმის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების რედაქტორი; 1977–1986 წლებში ახალი ამბების სააგენტოს საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში; 1986 წლიდან გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი.
1999–2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004–2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2009-2013 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი.
ჯილდოები
რედაქტირება- ღირსების ორდენი (1996) „საქართველოში ჟურნალისტიკის განვითარებისა და ქართულ-სომხურ ურთიერთობაში შეტანილი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის გაზეთ «ვრასტანში»“
- თბილისის საპატიო მოქალაქე (2022)[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვან ბაიბურთი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ვან ბაიბურთი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)