ვანო სარაჯიშვილის ქუჩა
ვანო სარაჯიშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (მთაწმინდა); შოთა რუსთაველის გამზირიდან პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნეში. დააპროექტა პოლკოვნიკმა ბანოვმა 1809 წელს. თბილისის 1867 და 1884 წლების გეგმებზე დატანილია როგორც ეკლიანი ხევი. 60–70-იანი წლებიდან აქ ჩნდება სამსახურიდან გადამდგარი ჯარისკაცების პატარა სახლები. 1910 წელს ეკლიანი ხევისა და ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩის შესაყარზე, ყოფილ ფოსტის მოედანზე, აშენდა წმინდა ფეოდოსი ჩერნიგოველის ეკლესია და ქუჩასაც ფეოდოსის ქუჩა დაერქვა. 1923 წელს — ეგორ საზონოვის (ეგორ სოზონოვის), 40-იან წლებში — ივანე პაპანინის, 60-იან წლებში კი ვანო სარაჯიშვილის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის 40–50-იანი წლებისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 3 ჩიხი.
ვანო სარაჯიშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | მთაწმინდა |
წინა სახელები | ეკლიანი ხევი, ფეოდოსის ქუჩა, ეგორ საზონოვის ქუჩა, ივანე პაპანინის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 157, ISBN 978-99928-20-35-3.