ვანო ზარდიაშვილი (დ. 12 სექტემბერი, 1982, თბილისი)[1]ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

ვანო ზარდიაშვილი
დაბადების თარიღი 12 დეკემბერი, 1982 (1982-12-12) (42 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის IX მოწვევის წევრი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2004 წელს იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის აპარატის თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის თანაშემწე; 2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი; 2007 წელს იყო თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი; 2007-2010 წლებში კი თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2010-2012 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი; 2012-2013 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი; 2013-2016 წლებში სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ეკა ბესელიასთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარლამენტი პირადი სურვილის საფუძველზე დატოვა.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ვანო ზარდიაშვილი. declaration.gov.ge (28 ივნისი, 2019). ციტირების თარიღი: 14 მაისი, 2020.[მკვდარი ბმული]
  2. „ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი დატოვა“. Sputnik Georgian. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. „ვანო ზარდიაშვილმა საქართველოს პარლამენტი დატოვა“. reginfo.ge. ციტირების თარიღი: 17 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)