ვანის წმინდა გიორგის ეკლესია
ვანის წმინდა გიორგის ეკლესია — შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ვანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი). ძეგლი პირველად 1962 წელს შეისწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვანელი — გიორგი ცქიტიშვილი).
ვანის წმინდა გიორგის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°59′26″ ჩ. გ. 43°11′59″ ა. გ. / 41.990722° ჩ. გ. 43.199778° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
ადგილმდებარეობა | ვანი |
დეტალები
|
ერთნავიანი ეკლესიაა, ნაგებია უხეშად გათლილი ქვით. მშენებლობის თავდაპირველი ფენა IX–X საუკუნეებს მიეკუთვნება. ძეგლი დაზიანებულია. კომპოზიციით ორნავიან ეკლესიას წააგავს, მაგრამ სინამდვილეში ჩრდილოეთის ვიწრო მინაშენი აქ ვერ ასრულებს „ნავის“ ფუნქციას. საყურადღებოა დასავლეთის და აღმოსავლეთის სარკმლების, კარნიზის ქვებისა და ინტერიერთა პილასტრების კაპიტელების დეკორატიული მორთულობა.
მოგვიანებით, XVI საუკუნის დასაწყისში ეკლესია აღადგინეს, შეაკეთეს და მოხატეს. კედელზე გამოსახული არიან იმერეთის მეფე ალექსანდრე II და გელათის წინამძღვარი მელქიზედეგ აბაშიძე (დაახლ. 1505–1519). შენობას XIX საუკუნის რესტავრაციის კვალიც აჩნია. დასავლეთის ამჟამად დანგრეული მინაშენი სულ გვიანდელი დანამატია. ეკლესიაში იდგა საკურთხევლის წინა ჭედური ჯვარი (XVI საუკუნე), რომელიც 1960-იანი წლებიდან დაცულია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში. ამჟამად ძეგლი მთლიანად აღდგენილია. რეკონსტრუქციის დროს ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ძირში აღმოჩნდა ქვით ნაგები, კამარით გადახურული სათავსი, სავარაუდოდ, საძვალე. ეკლესიის ეზოში დაცული ორი სვეტისთავი უფრო ადრინდელ ნაგებობას ეკუთვნის.
ლიტერატურა
რედაქტირება- საყვარელიძე თ., ვანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
- საყვარელიძე თ., ვანის წმინდა გიორგის ეკლესია, «ძეგლის მეგობარი», 1972, №29. — გვ. 25-30.
- ტაბატაძე კ., სოფელ ვანის ეკლესია და მისი შემოგარენი, «ძეგლის მეგობარი», 1986, №3. — გვ. 28-30.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9620
- ვანის ეკლესიები (ხარაგაულის რ-ნი) — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი.