ვანის სახალხო თეატრი
ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი — თეატრი ქალაქ ვანში (ვანის მუნიციპალიტეტი). დაარსდა 1930 წელს თვითმოქმედი დრამატული კოლექტივის ბაზაზე, 1978 წელს მიენიჭა სახალხო თეატრის სტატუსი, 2015 წელს — კარლო საკანდელიძის სახელი.
თეატრი სპექტაკლებს მართავდა ვანის კულტურის სახლში, 2001 წლიდან — საკუთარ ახალ შენობაში. თეატრს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: ი. აბრამიძე, ს. შარაშენიძე, შ. გიორგაძე, დ. ნიკოლეიშვილი, კ. გიორგაძე, ნ. გაბუნია, ს. ხვიჩია, ლ. გერსამია, ბ. ტორონჯაძე, მ. პირველაშვილი. 1994–2010 წლებში თეატრის მიერ დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია ო. იოსელიანის „აიეტი, მედეას მამა” და „გამოქვაბული”, მ. ხეთაგურის „დატყვევებული ქარი”, პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი”, ნ. დუმბაძის „კუკარაჩა”, ლ. თაბუკაშვილის „მაგრამ უფლება არ მიუცია”, ო. შანიძის „ვივა სურიდატს”, მ. პირველაშვილის „ღირსების მსხვერპლი” და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- პირველაშვილი მ., სეფიაშვილი კ., ვანის სახალხო თეატრი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.