ვანელის ჯვრის ეკლესია
ვანელის ჯვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანელში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
ძეგლი განეკუთვნება ჯავის რაიონისათვის დამახასიათებელ გუმბათოვან ეკლესიათა რიგს. აღმოსავლეთი მკლავი საგრძნობლად წაგრძელებულია, მასში მოთავსებულია საკურთხეველი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება ტრომპების საშუალებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილია ოთხი სარკმელი. საკურთხევლის სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აბსიდა შვერილწახნაგოვანია. დასავლეთიდან კარს მიდგმული აქვს კარიბჭე. გრძივ კედლებზე, კარის ორსავე მხარეს მიდგმულია ნახევარსვეტები. 1983 წელს ძეგლზე ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. კედლები შიგნიდან და გარედან გალესილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004