ვალტერ შურღაია
ვალტერ შურღაია (დ. 20 მაისი, 1944) — ქართველი პოლიტიკოსი.
ვალტერ შურღაია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1944 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
ბიოგრაფია
რედაქტირებააქვს საშუალო განათლება. 1980 წლიდან იყო ტროლეიბუსის მძღოლი ქ. თბილისში, კოოპერატივ „სინთეზის“ წევრი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992 წელს, გამსახურდიას საწინააღმდეგო პუტჩის შემდეგ აგრძელებდა ბრძოლას სამხედრო და სახელმწიფო საბჭოების წინააღმდეგ.
21 იანვარს მარტვილში გაიმართა შეხვედრა შურღაიას, ჯაბა იოსელიანსა და ზუგდიდის სამხედრო რწმუნებულს გია ყარყარაშვილს შორის. იოსელიანი შურღაიას მოუწოდებდა იარაღის დაყრისკენ.[1]. 1992 წლის ივნისში შურღაია შეიჭრა თბილისში, ტელევიზიის შენობაში 200 შეიარაღებულ პირთან ერთად და დამარცხდა ეროვნული გვარდიის ძალებთან ბრძოლაში, რომლის დროს მოკლეს სამი ამბოხებული.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „საქართველოს რესპუბლიკა“, №10, 22 იანვარი, 1992
- ↑ ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 117, ISBN 978-9941-0-5972-8.