ვალიორი
ვალიორი (ფრანგ. Valeur) — ფერწერასა და გრაფიკაში ტონის სხვადასხვა ელფერი, ან შუქისა და ჩრდილის თანამიმდევრული გრადაცია ერთი რომელიმე ფერის ფარგლებში. ვალიორული გრადაციის სისტემატური გამოყენების შედეგად საგნები ჰაერსა და სინათლესთან კავშირში გამოიხატება, ფერთა ერთიერთდამოკიდებულება და გადასვლებიც უფრო იხვეწება და საერთო კოლორიტიც ღრმა და მდიდრული ხდება (დ. ველასკესის, ი. ვერმეერის, ჟ. ბ. შარდენის, კამილ კოროს და სხვა ფერწერული ნაწარმოებები).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 284.