ვალე-დე-ლა-პასკუა
ვალე-დე-ლა-პასკუა (ესპ. Valle de la Pascua) — ქალაქი ჩრდილოეთ ვენესუელაში, გუარიკოს შტატში. მდებარეობს ბორცვზე, ზღვის დონიდან 125 მ სიმაღლეზე. 2001 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 86.000 კაცს.[1] ეკონომიკური თვალსაზრისით გუარიკოს შტატის მნიშვნელოვანი ცენტრია. ამრავლებენ საქონელს.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვალე-დე-ლა-პასკუა Valle de la Pascua | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
შტატი | გუარიკო | ||||
კოორდინატები | 9°12′14″ ჩ. გ. 66°00′28″ დ. გ. / 9.20389° ჩ. გ. 66.00778° დ. გ. | ||||
მმართველი | Nidia | ||||
დაარსდა | 25 თებერვალი, 1785 | ||||
ცენტრის სიმაღლე | 125 მ | ||||
მოსახლეობა | 86.000 კაცი (2001) | ||||
სატელეფონო კოდი | 235 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2350 | ||||
ოფიციალური საიტი | lomejordelapascua.com | ||||
დაარსდა XVII საუკუნეში. ირგვლივ განვითარებული გეოგრაფიული აღნაგობის გამო ქალაქის რელიეფი ტალღოვანი და დაბალია. გარშემო ტერიტორიები მხოლოდ დაბლობია, რელიეფი არ არის გართულებული შემაღლებებით. ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის 25,3°С-ს. ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულია მდინარეთა ქსელი. არის ტბებიც.
დიდი კოლუმბიის ტერიტორიული შეთანხმების ხარჯზე, 1824 წლის 25 ივნისიდან კარაკასის პროვინცია (ვენესუელის დეპარტამენტი) დაიყო 12 კანტონად. ვალე-დე-ლა-პასკუა შეუერთეს ჩაგუარამასის კანტონს. 1848 წელს პრეზიდენტ ხოსე ტადეო მონაგასის ბრძანებით, კარაკასის ოლქი ხელახლა დაიყო, ამჯერად ოთხ კანტონად და 27 ოლქად. ვალე-დე-ლა-პასკუა კანტონის დედაქალაქ ჩაგუარამასთან (და ასევე სხვა ოლქებთან ერთად) მოათავსეს ჩაგუარამასის კანტონის შემადგენლობაში. 1853 წელს ჩაგუარამასის კანტონი დაიყო ორ ნაწილად: ჩაგუარამასი და უნარე. ჩაგუარამასის კანტონში რჩებოდნენ ქალაქები ჩაგუარამასი, ვალე-დე-ლა-პასკუა, ესპინო, კაბრუტა და სხვ.[2]
ვალე-დე-ლა-პასკუა ავტომაგისტრალთან ახლოს მდებარეობს, რომლის მეშვეობით დაკავშირებულია ქალაქ ვალენსიასთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვალე-დე-ლა-პასკუა — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- (ესპანური) ვალე-დე-ლა-პასკუა დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Venezuela - City Population - Cities, Towns & Provinces - Statistics & Map. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 2008-08-17.
- ↑ Peter F Anson Bishops at Large (London, 1964)