ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვალერი მუხამედოვის ძე კოკოვი (რუსულად: Валерий Мухамедович Коков; ყაბარდოულად: КIуэкIуэ Мухьэмэд и къуэ Валерий; დ. 18 ოქტომბერი, 1941 – გ. 29 ოქტომბერი, 2005) — ყაბარდო-ბალყარული წარმოშობის რუსი პოლიტიკოსი.

ვალერი კოკოვი
ყაბ. КIуэкIуэ Мухьэмэд и къуэ Валерий
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1941(1941-10-18)
დაბადების ადგილი Tyrnyauz
გარდაცვალების თარიღი 29 ოქტომბერი, 2005(2005-10-29) (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
განათლება ყაბარდო-ბალყარეთის ხატუტა ბერბეკოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
შვილ(ებ)ი Kazbek Kokov
ჯილდოები ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-2 ხარისხი, ორდენი „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ მე-3 ხარისხი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი და ორდენი „პატივი და დიდება“

ადრეული წლები და პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

კოკოვი დაიბადა ყაბარდო-ბალყარეთის პატარა ქალაქ ტირნიაუზში. იგი ყაბარდო-ბალყარეთის მეთაური იყო 1990-დან 2005 წლამდე. ვალერი კოკოვი იყო რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე 1990-დან 1991 წლამდე, ხოლო პრეზიდენტად პირველად აირჩიეს 1992 წელს.

1959 წელს დაამთავრა ტერსკის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი (ყაბარდო- ბალყარეთის ვალერი კოკოვის სახელობის აგრარული უნივერსიტეტის ფილიალი). 1964 წელს დაამთავრა ყაბარდო-ბალყარის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 1966 წელს ჩააბარა სოფლის მეურნეობის საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1970 წელს. 1978 წელს დაამთავრა როსტოვის უმაღლესი პარტიის სკოლა. მას აქვს დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში.

იგი იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1966 წლიდან, სანამ არ აიკრძალა 1991 წლის აგვისტოში.

მან ეფექტურად გაანეიტრალა ოპოზიცია და ორჯერ აირჩიეს აბსოლუტური უმრავლესობით. 1997 წლის არჩევნებში კოკოვმა მოიპოვა ხმების 98% და 2002 წლის არჩევნებში მთლიანი ხმების 87%. მან წარმატებით შეინარჩუნა სტაბილურობა რესპუბლიკაში, მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკა ძალიან ახლოსაა ომისგან განადგურებულ ჩეჩნეთთან. კოკოვი გარდაცვალებამდე რამდენიმე წელი სიმსივნეს ებრძოდა. 2005 წლის 23 თებერვალს მან ოფიციალურად განაცხადა გადადგომის შესახებ.

გადადგომა და გარდაცვალება

რედაქტირება

ვალერი კოკოვს გადადგომის მიზეზი არ დაუსახელებია. მან მისი ვადის დასრულებამდე თითქმის წელიწად -ნახევრით ადრე დაასრულა პოლიტიკური კარიერა. გადადგომის შემდეგ ის თანამდებობაზე დარჩა მანამ, სანამ მის შემცვლელად არსენ კანოკოვი არ აირჩიეს. ეს ორი კვირის შემდეგ მოხდა. 2005 წლის ოქტომბერში მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და მალევე, გარდაიცვალა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კიბოს დიაგნოზით. ეს მისი თანამდეობიდან წასვლიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა. ოჯახში მას დარჩა ერთი ქალიშვილი, ერთი ვაჟი და მეუღლე.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

კოკოვი დაქორწინებული იყო ვიოლეტა ტაუბიევნა კოკოვაზე და მათ ჰყავდათ ერთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, კაზბეკ კოკოვი. ვალერის ვაძი კაზბეკ კოკოვი ყაბარდო- ბალყარეთის რესპუბლიკის მეთაურად დაინიშნა 2018 წელს, არსენ კანოკოვის გადადგომის შემდეგ.

ორდენები და ჯილდოები

რედაქტირება

სამშობლოს დამსახურების ორდენი

რედაქტირება

მე -2 კლასი (2005 წლის 9 მაისი) - რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალი წლის დაუღალავი შრომისთვის,

მე -3 კლასი (2001 წლის 15 ოქტომბერი) - განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, მეგობრობასა და ერებს შორის თანამშრომლობისთვის.

ხალხთა მეგობრობის ორდენი

რედაქტირება

ვალერი კოკოვს ხალხთა მეგობრობის ორდენი 1994 წლის 25 მარტს გადაეცა ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტაბილურობის საქმეში შეტანილი დიდი წვლილისთვის.[1]

ორდენი ,,პატივი და დიდება"

რედაქტირება

ვალერი კოკოვს ,,პატივისა და დიდების" ორდენი 2003 წელს გადაეცა აფხაზეთში.[2]

რუსეთის ფედერაციის მთავრობის დიპლომი

რედაქტირება

კოკოვს რუსეთის ფედერაციის მთავრობის დიპლომი 2001 წლის 11 ოქტომბერს გადაეცა ყაბარდო -ბალყარეთის ეკონომიკაში დიდი პირადი წვლილის შეტანისთვის და ხანგრძლივი ნაყოფიერი მუშაობისთვის.[3]

ნალჩიკის საპატიო მოქალაქე[4]

კოკოვის ხსენების უკვდავსაყოფად მისი სახელები გამოყენებულია: [5]

ყაბარდო-ბალყარის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის აკადემიას კოკოვის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა.

ასევე არსებობს ქუჩები ვოლგოგრადში, გროზნოში და დიგულიბგეში, ბაქსანის რეგიონში, ყაბარდო-ბალყარეთში, რომლებსაც ვალერი კოკოვის სახელები ჰქვია.

  1. Decree of the President of the Russian Federation of 03/25/1994 No. 579 "On rewarding the Order of Friendship of Peoples V. M. Kokov and G. M. Cherkesov"
  2. Открытые Омские Новости archived from the original
  3. Распоряжение Президента Российской Федерации от 12.08.1996 г. № 418-рп «О поощрении руководителей субъектов Российской Федерации — активных участников организации и проведения выборной кампании Президента Российской Федерации 1996 года»
  4. Почётные граждане города Нальчика. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-06. ციტირების თარიღი: 2020-10-17.
  5. Сухогрузный теплоход «Волжский-43» стал «Валерием Коковым». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-24. ციტირების თარიღი: 2020-10-17.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვალერი_კოკოვი“-დან