ვალერი კაციტაძე
ვალერი კაციტაძე (დ. 9 ნოემბერი, 1945, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
1970 წელს დაამთავრა ალტაის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1970–1973 წლებში იყო ალტაის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე. 1973–1978 წლებში მოსკოვის I სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის უროლოგიური კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1973–1978 წლებში ასპირანტი. 1979–1996 წლებში მოსკოვის ტუბერკულოზის მე–7 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების გამგე. 1996 წლიდან რესპუბლიკის ფტიზიატრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფილტვგარეშე ტუბერკულოზის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, 2 გამოგონების უროლოგიისა და ფტიზიოუროლოგიის თანამედროვე პრობლემებზე.
1991 დაიცვა წელს საკანდიდატო დისერტაციის თემა — „შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზით დაავადებულ ავადმყოფთა შრომის უნარიანობა.“
ლიტერატურა
რედაქტირება- ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 143